Thursday, July 19, 2018

მე-9 დღის რეფლექსია

            დღევანდელი დღით დამთავრდა ძალიან საინტტერესო  და მნიშვნელოვანი ტრენინგი.წარვადგინეთ პრეზენტაციები, კოლეგებმა ერთმანეთს მივეცით რეკომენდაციები  და რჩევები.პირადად მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ ტრენინგმა ჩემი პროფესიული ზრდისთვის,ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქ. ლალის,რომელიც არის თავისი საქმის  დიდი პროფესიონალი.გიხდით ძალიან დიდ მადლობას.

Wednesday, July 18, 2018

მე-8-ე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავიხსენეთ წინა კვირის დავალებები,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებას,ვიმუშავეთ სრულყოფილებაშიმოგვეყვანა ჩვენი პორტფოლიო.ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკაზე.დღე იყო საინტერესო.

მე-7-ე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგიც განვლილი მასალის გახსენებით დავიწყეთ გავიხსენეთ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნქზე ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის ბიოგზე განთავსება.

Thursday, July 12, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

                 გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.ვისწავლეთ ვებ საიტებიდან       ინფორმაციის გადმოწერა და საავტორო უფლებების დაცვა.ვისწავლეთ პრეზენტაციის   შექმნა და ატვირთვა.

Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალზედ ნაყოფიერი იყო ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.გავეცანით სხვა მასწავლებლების ნამუშევრებს.დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები

ზოგადი
როგორ ასახავს ან ცვლის ხლხურ კულტურას დრო?

თემატური
შეიცვალა თუ არა ხალხური რეწვის კულტურა 21-ე საუკუნეში?

როგორ აისახება თქვენი ქვეყნის კულტურა ხალხურ შემოქმედებაში.

შედეგობრივი

როგორ შეინარჩუნა ხალხურმა კულტურამ თვითმყოფადობა?

როგორ შეიძლება პოპულარიზაცია გაუწიოთ ხალხური რეწვის ნიმუშებს?

პროექტის მიზნები

       მოსწავლეები შეძლებენ
 * მოიძიონ ინფორმაცია აზერბაიჯანული და ქართული რეწვის ნიმუშების შესახებ.
*შეხვდებიან სოფლის უხუცესებს რომლებიც ქმნიან ხალხური რეწვის ნიმუშებს და ისინი მოსწავლეებს  გაუზიარებენ თავის გამოცდილებას.
*ჩაატარებენ კვლევას ამ ორი კულტურის თავისებურებების შესახებ.
*მოახდენენ შედარებას რა მსგავსება და განსხვავებაა ტრადიციული ქართული და აზერბააიჯანული ორნამენტების ელემენტებს შორის.
*გამოიყენებენ ელექტრონულ და ვიზუალურ მასალას ინფორმაციის გასამთლიანებლად.

Tuesday, July 10, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

       ვისწავლეთ ბლოგიდან დისკზე ნამუშევრების გადატანა და პორთფოლიოს შექმნა.
ახალი  გვერდების ჩასმა. ესგსთან 21-ე საუკუნის უნარების დაკავშირება.

კავშირი ე.ს.გ-სთან


ს.გ.VII.12.    მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.

·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;



ს.გ.VII.8.   მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალებ
·           საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია.
·           აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.



21 -ე საუკუნის უნარები
  შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
 * ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა.

კომუნიკაცია  და თანამშრომლობა
* პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში

   სოციალური და კულტურული უნარჩვევები
* კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის  ამაღლების მიზნით.




მე-3-ე დღის რეფლექსია

        გავიმეორეთ განვლილი მასალა, გავეცანით მასწავლებლების პროექტების იდეებს,ტრენერის დახმარებით ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ე.ი.დავაკომენტარეთ მასწავლებლების პროექტ-იდეები.ვისწავლეთ ბროშურის შექმნა,რითიც ინფორმაციას მივაწვდით მშობლებს პროექტებით სწავლების უპირატესობის შესახებ.

Monday, July 9, 2018

პროექტის იდეა


                                  ხალხური     რეწვის   ნიმუშები
        პროექტის თემა: ხალხური რეწვის ნიმუშები   
      საქართველო ოდითგანვე განთქმული იყო ტრადიციული ხალხური რეწვის მრავალფერობნებით.აზერბაიჯანის კულტურაშიც მრავლად ფიგურირებს ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშები.თავდაპირველად მოსწავლეები გაეცნობიან ორივე ქვეყნის კუიტურის თავისებურებებს.შემდგომ მოსწავლეები მოიძიებენ საკუთარ სოფელში არსებულ ხალხური რეწვის ნიმუშებს.ამის შემდეგ უკვე გაეცნობიან ქართული კუიტურის უნიკალურ ნიმუშებს.მოინახულებენ როგორ ამზადებენ მაგ. თექას,ხელით ნაქსოვ ფარდაგებს და სხვა ნაკეთობებს.ასევე გაეცნობიან ბუნებრივი საღებავებით ძაფების შეღებვის ტექნიკას.მოძიებული ინფორმაციის შედეგად გამოიკვლევენ და მოახდენენ შედარებას რა მსგავსება და განსხვავებაა ორი ქვეყნის ხალხური რეწვის ნიმუშებს შორის.დაამზადებენ ბუკლეტებს და მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს.